თათის ბლოგში რამდენიმე რჩვევას გთავაზობთ იმაზე, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ვეტ-ექიმთან ვიზიტამდე და ვიზიტის შემდეგ.
რა უნდა გავაკეთოთ ვეტერინართან ვიზიტამდე?
თუ თქვენი ცხოველი კლინიკაში შესვლისთანავე ნერვიულობას იწყებს, შეგიძლიათ მასთან ერთად წინასწარი ვიზიტი ჩაატაროთ. კლინიკაში პროცედურების ჩატარების გარეშე მისვლა მათ დაეხმარებათ, რომ კლინიკის გარემო წინასწარ შეისწავლონ და მათთვის ეს ადგილი მეტად ნაცნობი გახდეს.
ვიზიტის დღეს ეცადეთ, თქვენი ცხოველი დაასვენოთ და მოამზადოთ. მათი საყვარელი თამაში ან გონებრივი სავარჯიშოები დაეხმარებათ მოდუნდნენ და კარგად იგრძნონ თავი.
ზოგიერთი ცხოველისთვის ტრანსპორტირებაც სტრესთან არის დაკავშირებული, ამიტომ თუ ცხოველის მიყვანა კლინიკაში ავტომობილით გიწევთ უმჯობესია, წინა დღეებში ავტომანქანით ან ტრანსპორტით გაასეირნოთ ცხოველი.
ვეტერინარის ნდობა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ცხოველისთვის. ექიმის გაცნობა და მასთან შეგუება შესაძლებელია წინასწარი პატარ-პატარა ვიზიტებით. ვეტ-ექიმს თქვენი ძაღლის ნდობის და სიყვარულის მოპოვება შეუძლია გემრიელი საკვების და სასუსნავების დახმარებით.
რა უნდა გავაკეთოთ ვიზიტის შემდგომ?
ვეტ-ექიმთან ვიზიტის შემდეგ ცხოველი შეიძლება დაღლილი ან დასტრესილი იყოს, ამიტომ შევეცადოთ მოდუნდეს და დაისვენოს. მას ამ დროს მეტი ყურადღება და სითბო სჭირდება. განსაკუთრებული ყურადღება კი ვეტერინარისგან მიღებული ყველა რჩევის დაცვას და ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების მიღებას უნდა მიაქციოთ, ეს მნიშვნელოვანია მკურნალობის პროცესის სრულყოფისათვის.
ვეტერინართან ვიზიტის გამარტივების გასაღები კარგი მომზადებაა. სწორი ტრანსპორტირება, სტრესის მართვა და პარტრონის სითბო დაეხმარება თქვენს ოთხფეხა მეგობარს, ნაკლები ნერვიულობა განიცადოს და ექიმთან ვიზიტმა ბევრად მარტივად ჩაიაროს.