პასუხისმგებლობის სწავლა
შინაურ ცხოველებზე ზრუნვა ბავშვებში პასუხისმგებლობის გრძნობას აჩენს. ისინი სწავლობენ, როგორ უნდა იზრუნონ სხვებზე, თუნდაც ისეთი პატარა ქმედებებით, როგორიცაა ცხოველისთვის საკვების მიწოდება, წყლის დასხმა ან მისი გასეირნება. ასეთი პატარა პასუხისმგებლობები ბავშვებს ეხმარება უფრო დამოუკიდებლები და ორგანიზებულები გახდნენ.
ემოციური განვითარება
შინაურ ცხოველებთან ურთოერთობა ბავშვების ემოციურ ინტელექტს ამაღლებს. ცხოველებთან ურთიერთობა ბავშვებში ემპათიის, მოთმინების და სიყვარულის შეგრძნებებს აძლიერებს.
ჯანმრთელობის გაუმჯობესება
შინაური ცხოველები,ხელს უწყობენ ბავშვების ფიზიკურ აქტივობას. ისინი ხშირად თამაშობენ და დარბიან მათთან ერთად, რაც აქტიურ ცხოვრების სტილს უწყობს ხელს. ასევე ცხოველებთან აქტიური კომუნიკაცია ასევე ეხმარება ბავშვებს კარგი განწყობის შენარჩუნებასა და სტრესის შემცირებაში.
სოციალური უნარების განვითარება
ცხოველები ბავშვებს სოციალური უნარების განვითარებაში ეხმარებიან . ცხოველებთან ურთიერთობა მათ სხვისი საჭიროებების გაგებას და ჯანსაღ კომუნიკაციას ასწავლის. ეს უნარები მათ ეხმარება სამეგობრო წრეში და სხვა სოციალურ სიტუაციებში.
სტრესის და შფოთვის შემცირება
ბავშვებში, რომლებსაც ხშირი კომუნიკაცია აქვთ ცხოველებთან, ნაკლებია შფოთვისა და სტესის შეგრძნება. ცხოველებთან ყოფნა მათში სიმშვიდის და უსაფრთხოების განცდას იწვევს. ცხოველები ბავშვებს განსაკუთრებით ეხმარებიან ემოციური სტაბილურობის შენარჩუნებაში მათთვის რთულ პერიოდებში, როგორიცაა სკოლის დაწყება ან გარკვეული ცვლილებები ცხოვრებაში.
მეგობრობის და კომპანიონობის გაძლიერება
ბავშვებს ხშირად უჭირთ მარტო ყოფნა. შინაური ცხოველები ყოველთვის მზად არიან მათთან ერთად იყვნენ და ითამაშონ. ეს მუდმივი კომპანიონობა ბავშვებს ეხმარება იგრძნონ, რომ ისინი არასოდეს არიან მარტო და ყოველთვის ყავთ ვიღაც, ვისთანაც შეძლებენ ურთიერთობას.
შინაური ცხოველები ბავშვებისთვის უმნიშვნელოვანესი და შეუცვლელი კომპანიონები არიან. ისინი არამარტო ახარებენ და აცოცხლებენ ოჯახურ გარემოს, არამედ ბავშვების განვითარებასაც ეხმარებიან. ამიტომ, თუ სახლში ბავშვი გვყავს, შინაური ცხოველის მოყვანა ნამდვილად საუკეთესო გადაწყვეტილებაა.