უფლებები „Tati-ს აპლიკაციაზე“
„Tati-ს აპლიკაციაზე“ საავტორო უფლებები ეკუთვნის „კომპანიას“ – შპს „ფაუ გრუფს“. ნებისმიერი უფლებები, რაც დაკავშირებულია „Tati-ს აპლიკაციასთან“, მის გამოყენებასთან, სარგებლობასთან და სხვა, ასევე ნებისმიერი კონტენტი, მათ შორის აუდიო/ვიდეო, ფოტოსურათები, მათ შორის „მომხმარებლების“ და „პარტნიორების“ გამოსახულებების შემცველი ფოტოსურათები წარმოადგენს „კომპანიის“ ექსკლუზიურ საკუთრებას.
„მომხმარებლის“ ან „პარტნიორის“ მიერ „Tati-ს აპლიკაციით“ სარგებლობა არ იძლევა უფლებას, რომ „მომსახურების“ შეთავაზებისას, შეკვეთისას ან გაწევისას რაიმე გზით ხდებოდეს მინიშნების გაკეთება „კომპანიის“ სახელზე, ლოგოზე, პროდუქტის ან მომსახურების დასახელებაზე, სასაქონლო ნიშნებზე, თუ ამგვარის თაობაზე არ იარსებებს „კომპანიის“ წინასწარი თანხმობა.
თქვენ როგორც „მომხმარებელს“ ან „პარტნიორს“ არ გაქვთ უფლება რომ:
ა) მოახდინოთ კომპიუტერული პროგრამის რეპროდუცირება ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით, მთლიანად ან ნაწილობრივ;
ბ) მოახდინოთ კომპიუტერული პროგრამის პროგრამირების ერთი ენიდან მეორე ენაზე გადატანა, ადაპტირება, სისტემატიზება ან სხვაგვარი ცვლილება და მიღებული შედეგების რეპროდუცირება;
გ) კომპიუტერული პროგრამის საშუალებით შექმნათ დერივატიული ნამუშევარი, გაასხვისოთ, გასცეთ ლიცენზია, საჯაროდ აჩვენოთ გადასცეთ ან სხვა ფორმით ხელყოთ „კომპანიის“ საავტორო უფლება Tati-ს აპლიკაციაზე“.
დ) მოახდინოთ მონაცემების კოპირება, მათზე დაყრდნობით მონაცემთა ბაზების შექმნა, ან განახორციელონ პროგრამაზე სხვაგვარი არაავტორიზებული და არასანქცირებული მოქმედებების შესრულება;
მხარეთა პასუხისმგებლობები
„აპლიკაციით სარგებლობის წესებსა და პირობებზე“ თანხმობით, როგორც „მომხმარებელი“ ასევე „პარტნიორი“ აღიარებს, რომ „კომპანია“ არ წარმოადგენს იმ „მომსახურებების“ შემთავაზებელ ან გამწევ სუბიექტს, რომელთა „შეკვეთაც“ „Tati-ს პლატფორმის“ მეშვეობით ხდება „მომხმარებლის“ მიერ. შესაბამისად „კომპანია“ არ აგებს პასუხს მათ შორის:
- „მომსახურების“ განხორციელების დაყოვნებისათვის;
- „მომსახურების“ არაჯეროვანი შესრულების ან შეუსრულებლობისთვის;
- „მომსახურების საფასურის“ ანაზღაურებაზე უარის თქმისთვის ან ნაწილობრივი ანაზღაურებისთვის;
- „პარტნიორის“ მიერ „მომსახურების“ გაწევისას „მომხმარებლის“ ან მესამე პირის ქონების დაზიანებისთვის;
- „პარტნიორის“ მიერ „მომხმარებლისთვის“ გაწეული მომსახურებიდან გამომდინარე გადასახადების განსაზღვრასა და გადახდაზე;
აგრეთვე ყველა იმ მოქმედებისთვის ან უმოქმედობისთვის, რომელზეც პასუხისმგებელი „მომსახურებასთან“ დაკავშირებით შეიძლება იყოს მხოლოდ „პარტნიორი“ ან „მომხმარებელი“; მომხმარებელი“ და „პარტნიორი“ ერთმანეთს შორის წარმოშობილ ურთიერთობებზე პასუხს აგებენ მათ შორის დადებული „მომსახურების ხელშეკრულებისა“ (ზეპირი ან წერილობითი) და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. მომხმარებელი“ ან/და „პარტნიორი“ წინამდებარე „აპლიკაციით სარგებლობის წესებით და პირობებით“ გათვალისწინებული მიზნების, პრინციპების, ვალდებულებების ან აკრძალვების შეუსრულებლობისათვის „კომპანიის“ წინაშე წარმოშობილ ზიანზე, რომელიც მათ შორის მოიცავს პირდაპირ ზიანს, არაპირდაპირ ზიანს, შედეგობრივ ზიანს, რეპუტაციულ ზიანს და სხვა, პასუხს აგებენ სრული მოცულობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
„აპლიკაციით სარგებლობის წესებსა და პირობებში“ ცვლილებების შეტანა
„კომპანია“ უფლებამოსილია პერიოდულად ცალმხრივად განახორციელოს ცვლილებები და დამატებები „აპლიკაციით სარგებლობის წესებსა და პირობებში“ „მომხმარებლის“ და „პარტნიორის“ მიერ შემდგომი დამატებითი თანხმობის მიღების გარეშე. ასეთი ცვლილებები ძალაში შევა მათი „Tati-ს აპლიკაციაზე“ გამოქვეყნების შემდეგ.
„კომპანია“ უფლებამოსილია, მაგრამ არ არის ვალდებული ცვლილებების შესახებ აცნობოს მომხმარებელს“ და „პარტნიორს“ „კომპანიის“ საინფორმაციო საშუალებების, მათ შორის ვებ– გვერდის ან „კომპანიისთვის“ ხელმისაწვდომი ნებისმიერი სხვა არხით ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
„მომხმარებლის“ და „პარტნიორის“ მიერ „Tati-ს პლატფორმის“ გამოყენების გაგრძელება ასეთი ცვლილებების ან/და დამატებების „Tati-ს აპლიკაციაზე“ განთავსების შემდეგ, წარმოადგენს თანხმობას შესაბამის ცვლილებებსა და დამატებებზე.
პერსონალური მონაცემების დამუშავება
პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც „კომპანია“ მოიპოვებს „მომხმარებლებისგან“ ან „პარტნიორისგან“, მუშავდება წინამდებარე წესებში განსაზღვრული პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და დაცვის პოლიტიკის შესაბამისად.
„Tati-ს აპლიკაციაზე“ რეგისტრაციით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ „კომპანია“ უფლებამოსილია კანონმდებლობით ნებადართული მიზნებით, მათ შორის, სარეკლამო მიზნებით დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები, გამოგიგზავნოთ სარეკლამო სმს ან ელექტრონული ფოსტის შეტყობინებები.
„მომხმარებლის“ ან „პარტნიორის“ პერსონალური მონაცემების გადაცემა მესამე პირებისთვის სხვა მიზნით, გარდა იმ მიზნებისა, რაც მოცემულია წინამდებარე მუხლში დასაშვებია მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კომპეტენტური ორგანოს მიმართვის საფუძველზე (მაგ. სასამართლოს ბრძანება, განჩინება და სხვა).
„მომხმარებელი“ და „პარტნიორი“თანახმაა, ეფექტური მომსახურების გაწევისა და შეთავაზების მიზნით, პირადი ანგარიშის გახსნის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, „კომპანიამ“ მოიძიოს, გადაამოწმოს და დაამუშავოს მათ მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია.
„აპლიკაციით სარგებლობის წესების და პირობების“ სხვა დებულებანი
ამ „აპლიკაციით სარგებლობის წესების და პირობების“ საფუძველზე წარმოშობოლ ურთიერთობებზე ვალდებულების შესრულების ადგილია ქ. თბილისი.
თუ „აპლიკაციით სარგებლობის წესების და პირობების“ ნებისმიერი მუხლი ან მისი ნაწილი, რაიმე კანონის ძალით აღმოჩნდა ძალადაკარგული ან ბათილი, იგი ჩაითვლება არარსებულად. ამასთან ყველა დანარჩენი დებულება ძალაში დარჩება.
წინამდებარე „აპლიკაციით სარგებლობის წესები და პირობები“ რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
„აპლიკაციით სარგებლობის წესებთან და პირობებთან“ დაკავშირებით წამოჭრილი ყველა დავა და უთანხმოება გადაიჭრება მხარეთა შორის მოლაპარაკების გზით, წინააღმდეგ შემთხვევაში მხარეები მიმართავენ სასამართლოს. ამასთანავე დავის მხარეთა შორის მორიგებით გადაჭრის შესაძლებლობა არც ერთ მხარეს არ ართმევს უფლებას თავიანთი უფლებების დასაცავად მიმართონ სასამართლოს შესაბამისი მოლაპარაკების გამართვამდე.
შპს პაუ გრუპი
საკონტაქტო ინფორმაცია
ს/კ 405622349
598570004