- ფიზიკური აქტივობები და სეირნობა
სეირნობა ნებისმიერი ძაღლისთვის აუცილებელია, მაგრამ მნიშვნელოვანია ძაღლის ტიპის, ასაკისა და ენერგიის გათვალისწინება.
მაგალითად მონადირე და სხვა აქტიური ჯიშის ძაღლებისთვის უკეთესია ინტენსიური ვარჯიშები და ხანგრძლივი სეირნობა ისეთ ადგილებში, სადაც შეძლებენ ირბინონ და მეტი ენერგია დახარჯონ.
ეზოში ფიზიკური აქტივობებისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ თოკით თამაში ან ბურთის სროლა და მოტანა (Fetch).
- მენტალური გამოწვევები
ძაღლებისთვის გონებრივი დატვირთვა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური აქტივობები. ტვინის გასავარჯიშებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვადასხვა ინტერაქტიული სათამაშოები, რომლებიც ძაღლს თავსატეხის ამოხსნას სთავაზობს მაგალითად საკვების მისაღებად.
ძაღლებში დაკვირვებითი უნარების გამოსამუშავებლად, შეგვიძლია დავმალოთ მათი საყვარელი სათამაშო და მივცეთ დრო თავად იპოვონ ის.
- სოციალიზაცია სხვა ძაღლებთან
სხვა ძაღლებთან ურთიერთობა ხელს უწყობს მათი სოციალური უნარების განვითარებას. თუ თქვენს ახლომახლო ძაღლების პარკია, ეცადეთ ძაღლი რეგულარულად წაიყვანოთ იქ და შესაძლებლობა მისცეთ სხვა ძაღლებთან ითამაშოს.
- ახალი ბრძანებების სწავლა
შეეცადეთ თქვენს ძაღლს ყოველთვის ასწავლოთ რაღაც ახალი. ეს შესანიშნავი გზაა ძაღლის გონების გასავარჯიშებლად. ისეთი ბრძანებების სწავლაც, როგორიცაა ‘დაჯექი’, ‘დაწექი’- საინტერესო გამოწვევაა მათთვის. ეს პროცესი პატრონსა და ძაღლს შორის კავშირსაც აძლიერებს.
- წყალში თამაში
ზაფხულში თუ შესაძლებლობა გაქვთ, წაიყვანეთ ძაღლი წყალში გასართობად. ბურთის მოტანა წყლიდან ან უბრალოდ ცურვა ერთ-ერთი ყველაზე მხიარული აქტივობაა მათთვის.
- სახლში თამაში
იმ შემთხვევაში თუ უფრო მეტ დროს სახლში ატარებთ შეგიძლიათ სახლში ეთამაშოთ ძაღლს თოკით, ბურთით ან სხვა სათამაშოებით. სახლში თამაშიც კი ძაღლებისთვის ძალიან გასართობია.
რატომ არის გართობა აუცილებელი?
გართობა არა მხოლოდ ძაღლის ფიზიკურ ჯანმრთელობას უწყობს ხელს, არამედ ამცირებს სტრესს, აუმჯობესებს ძილს და ხელს უშლის მავნე ჩვევების განვითარებას. აქტიური და ბედნიერი ძაღლი უფრო მეგობრული და მორჩილია.
თქვენი ძაღლის ენერგიის სწორად მართვა და მისთვის აქტიური გარემოს შექმნა დაგეხმარებათ, რომ ის ბედნიერი და ჯანმრთელი იყოს. შეარჩიეთ თქვენი ძაღლის ხასიათისა და ენერგიის მიხედვით თამაშები და აქტივობები, არ დაგავიწყდეთ, რომ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი სიყვარული და ყურადღებაა.