როგორ ამოვიცნოთ სტრესი ძაღლებში?
სტრესის ნიშნები შეიძლება განსხვავებული იყოს ძაღლის ტიპისა და ხასიათის მიხედვით. თუმცა, შეგვიძლია ყურადღება სტრესის გამომხატველ ყველაზე გავრცელებული ნიშნების მივაქციოთ:
- მოუსვენრობა: ხშირად ამოძრავებენ თავს ან ტანს ილოკავენ.
- მადის დაკარგვა: საკვების მიმართ დაკარგული ინტერესი.
- ხმაური: გახშირებული ყეფა, კნავილი ან სხვა უცნაური ხმები.
- განმარტოების სურვილი: ძაღლები, რომლებიც ჩვეულებრივ კომუნიკაბელურები არიან, შეიძლება სტრესის დროს სხვა ოთახში წავიდნენ და განმარტოვდნენ.
- მავნე ქცევები: სახლში ნივთების გაფუჭება, ავეჯის დაკაწვრა ან ფეხსაცმელების ღრღნა.
რა შეიძლება იყოს სტრესის გამომწვევი მიზეზები?
- გარემოს შეცვლა: ახალ სახლში გადასვლა ან ოჯახში ახალი წევრის დამატება.
- ხმაური: პიროტექნიკის ან მანქანების ხმები.
- მარტოობა: დიდი დროის განმავლობაში მარტო დატოვება.
- სოციალიზაციის ნაკლებობა: სხვა ძაღლებთან ან ადამიანებთან ურთიერთობის დეფიციტი
როგორ დავეხმაროთ ძაღლს სტრესის მართვაში?
- მშვიდი და უსაფრთხო გარემოს შექმნა
ძაღლებს სჭირდებათ სივრცე, სადაც თავს უსაფრთხოდ და კომფორტულად იგრძნობენ. შექმენით მათთვის კუთხე სახლში, რომელიც მშვიდი და დაცული იქნება.
- რბილი საწოლი ან ბალიში
იმისთვის რომ სტრესი ავარიდოთ, მათ კომფორტული გარემო უნდა შევუქმნათ, ძაღლი უნდა გრძნობდეს, რომ ეს ადგილი მისია და იქ უსაფრთხოდ არის.
- ფიზიკური ინტენსიური აქტივობა
ვარჯიში და სეირნობა ცხოველს სტრესის შემცირებაში ეხმარება.
თუ ძაღლი ძალიან აქტიურია, გავზარდოთ სეირნობის დრო ან დავტვირთოთ ფიზიკური სავარჯიშოებით.
- გონებრივი სავარჯიშოები
სტრესის დროს ძაღლს ყურადღების გადატანა გონებრივ სავარჯიშოებზე ძალიან ეხმარება. შეგვიძლია ამ დროს ვასწავლოთ მათ ახალი მითითებები ან ვუყიდოთ ინტერაქტიული სათამაშოები.
- კომუნიკაცია და ყურადღება
ძაღლები ხშირად სტრესს განიცდიან ყურადღების ნაკლებობის გამო. პატრონთან გატარებული დრო ძალიან მნიშვნელოვანია მათი ემოციური ჯანმრთელობისთვის.
- ხმაურის განეიტრალება
პიროტექნიკისგან გამოწვეული ხმაურის გადასაფარად ჩართეთ ტელევიზორი ან მუსიკა, რათა მათთვის არასასიამოვნო ხმაური არ იყოს დომინანტური.
- მოფერება და საუბარი
ხშირად მოფერება და მშვიდი ხმით საუბარი სტრესის შემცირებაში დაეხმარებათ.
თუ სტრესი ქრონიკული და რთულად სამართავია, მიმართეთ ვეტერინარს. შესაძლოა საჭირო გახდეს სპეციალური დიეტა, მედიკამენტები ან ქცევითი თერაპია.
იმისთვის, რომ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს სტრესთან ბრძოლაში დავეხმოთ ჩვენგან დიდი ყურადღება და მოთმინებაა საჭირო. გახსოვდეთ, რომ თქვენი სიყვარული და ზრუნვა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.